Sunday, August 14, 2011

1. პროექტის სახელწოდება:  კომპიუტერის როლი ადამიანის ცხოვრებაში.


2. პროექტის მთავარი იდეა: კომპიუტერის სასწავლო პროცესში გამოყენება. მოსწავლე კომპიუტერის საშუალებით შეძლებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროდუქტის შექმნას და გამოყენებას. აღნიშნული პროექტი სტიმულის მიმცემი იქნება მოსწავლეებისათვის, თავისუფლად გამოიყენონ კომპიუტერი სასწავლო პროცესში.


3. პროექტის აქტუალობა: დღევანდელ რეალობაში თუ დავაკვირდებით საქმის წარმოება თითქმის შეუძლებელია კომპიუტერის  გარეშე. კომპიუტერი ის მოწყობილობაა, რომელმაც საზოგადოებაში დაიმკვიდრა ძირითადი და მნიშვნელოვანი ადგილი ანუ ის ინსტრუმენტი აღმოჩნდა, რომელიც ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. დღევანდელი ახალგაზრდობა დიდ დროს უთმობს კომპიუტერთან ურთიერთობას.
 კომპიუტერის საშუალებით შესაძლებელია მრავალი სხვადასხვა ოპერაციის  შესრულება, აქედან გამომდინარე კომპიუტერის გამოყენება შეიძლება როგორც საგანმანათლებლოდ ასევე არის საკომუნიკაციო საშუალება. კომპიუტერი არის დღევანდელი რეალობის განუყოფელი ინსტრუმენტი.


4. პროექტის მიზნები:  სადღესასწაულო ბუკლეტების გაკეთება-გამოშვება. კომპიუტერის გამოყენებით ინფორმაციის მოძიება ბუკლეტების შესაქმნელად. ასევე მოსწავლეებმა შექმნან ვებ გვერდი და გამოაქვეყნონ შექმნილი ნამუშევრები. მოაწყონ შექმნილი პროდუქციის პრეზენტაცია.



5. მონაწილეთა ასაკი: V - VI  კლასი.


6. ვადები ხანგრძლივობა: 3 თვე.


7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები შექმნიან  სადღესასწაულო ბუკლეტებს,  ბლოგს რომელზეც გამოაქვეყნებენ შექმნილ  პროდუქტს და მოაწყობენ პრეზენტაციას.


8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  კომპიუტერი, ინტერნეტი, ფერადი პრინტერი და საკანცელარიო ნივთები.


9. პროექტის მსვლელობა: პროექტის გაცნობა ბავშვებისათვის რის შემდეგაც მოსწავლეები ჩაერთვებიან აღნიშნულ პროექტში.
ჩამოყალიბდება ჯგუფები. ჯგუფების ჩამოყალიბება მოხდება შემთხვევითობის პრინციპით.
ერთი ჯგუფი გააკეთებს 8 მარტის მისალოც ბარათებს.
მეორე ჯგუფი გააკეთებს დაბადების დღის მისალოც ბარათებს .
მესამე ჯგუფი გააკეთებს ახალი წლის მისალოც ბარათებს.
მოსწავლეები ასევე გამოიკვლევენ და გაეცნობიან სხვა ქვეყნის სადღესასწაულო ადათ-წესებს. როდესაც დასრულდება ბარათების შექმნა  მოსწავლეები შექმნიან ვებ გვერდს სადაც განთავსდება მათი შექმნილი პროდუქტი.  ასევე დაბეჭდავენ და მოეწყობა პრეზენტაცია.


10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს შემდეგ საგნებში: ისტ-ი, ხელოვნება, ისტორია.


11. პროექტის ხელმძღვანელი: თეა აფრიამაშვილი.


12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:


13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: ვებ-გვერდი შეიქმნება პროექტის დასრულებისთანავე.

No comments:

Post a Comment